ფეხბურთი

23:30 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ნაჩო გამოაკლდა

მადრიდის “რეალის” მცველი, ნაჩო ფერნანდესი ტრავმირებულია. 28 წლის ფეხბურთელი შაბათს, “ლას პალმასთან” გასვლაზე მოგებული (3:0) შეხვედრის 29-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია.

როგორც გაირკვა, მას ბარძაყი აქვს დაზიანებული და თამაშს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამრიგად, ფერნანდესს “იუვენტუსთან” და “ატლეტიკოსთან” გასამართი შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.

ცნობისთვის, ნაჩომ მიმდინარე სეზონში “ბლანკოსის” მაისური 36-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

0.101468