ინგლისური “ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ალან პარდიუსთან და მის თანაშემწე ჯონ კარვერთან კონტრაქტი გაწყვიტა.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდს დროებით დარენ მური გაუძღვება.
“ვესტ ბრომვიჩი”, რომელსაც პარდიუ გასული წლის ნოემბრიდან წვრთნიდა, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის 20 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და უსაფრთხო ზონას 10 ქულა აშორებს.