"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში "მონაკო" 3:0 დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ მეხუთედ მოიგო. განვლილ შეხვედრაში თავი ედინსონ კავანიმ (დუბლი) და ანხელ დი მარიამ გამოიჩინეს.
საფრანგეთის ლიგის თასი პსჟ-ს არსებობის ისტორიაში სულ რვაჯერ აქვს მოპოვებული და აღნიშნული ტურნირის რეკორდსმენია. საფრანგეთის თასი პარიზულ გუნდს 11-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ლიგა 1-ის გამარჯვებული ექვსჯერ გახდა.