ფეხბურთი

17:40 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას მოულოდნელი მარცხი და სანდოხაძის ტრავმა

რუსეთის პრემირლიგის 23-ე ტურში მოსკოვის “ლოკომოტივი” პერმის “ამკართან” მოულოდნელად დამარცხდა ლიდერობა ვერ გაიმყარა. “რკინიგზელებმა” ტაიმი მანუელ ფერნანდეშის გოლით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა გაანიავეს და დამარცხნდნენ – 1:2. სტუმართა შორის ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. “ლოკომოტივს” 49 ქულა აქვს და 5 ქულით უსწრებს “სპარტაკს”. სეზონის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი.

გროზნოში “ახმატი” და “სკა ენერგია” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. სტუმართა შორის არ გამოჩენილა გიორგი ნავალოვსკი, რომელიც განაცხადშიც არ ყოფილა. ხაბაროვსკელები 13 ქულით ბოლო ადგილზე არიან და გავარდნისგან ალბათ ვერაფერი იხსნით.

უკრაინის პრემიერლიგის პლეი-აუთის ზონაში ერთობ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “კარპატიმ”, რომელმაც შინ ოდესის “ჩერნომორეცი” დაამარცხა (3:1). ლვოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა სანდოხაძე, თუმცა 28-ე წუთზე შეცვალეს. ნიკამ მოედანი ტრავმის გამო და ექიმების დახმარებით დატოვა. “კარპატს” 25 ტურში 23 ქულა აქვს და ჯერჯერობით სამშვიდობო პოზიციაზე იმყოფება.

0.114562