ძიუდო

14:30 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფინალურ ბლოკში 6 ქართველი იჭიდავებს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე, კაცებს შორის 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი დაუპირისპირდებიან. 81 კილოგრამში კი ოქროს მედლისთვის თამაზ კირაკოზაშვილი იბრძოლებს. მისი მეტოქე ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე იქნება.

ფინალურ ბლოკში ტატამზე კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი გავა. ნუგზარ ტატალაშვილი და კობა მჭედლიშვილი ერთმანეთს 81 კილოგრამის რეპეშაჟის ფინალში დაეჭიდებიან. საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი მარიამ ჭანტურია (70 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ სზაუნდრა დიდრიხს შეხვდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება.

0.195979