ამსტერდამის “აიაქსი” მზადაა მატის დე ლიგტი კატალონიის “ბარსელონაში” გაასხვისოს. იმ შემთხვევაში თუ ესპანური კლუბი ჰოლანდიელთათვის სასურველ თანხას გადაიხდიან.
Sport.es-ის ცნობით, ამსტერდამელები 18 წლის მცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვენ. თავის მხრივ, მოთხოვნები თავად ფეხბურთელსაც აქვს, რომელიც “კამპ ნოუზე” გადაბარგების შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ითხოვს.
მატიას დე ლიგტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მცველად მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა ერედივიზიონში 27 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.