ფეხბურთი

18:50 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების სავარაუდო პოზიცია ფიფას რეიტინგში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდება. ლიტვასთან (4:0) და ესტონეთთან (2:0) გამარჯვებებმა ვლადიმირ ვაისის გუნდს აპრილის თვის რეიტინგში 30 ქულა შემატა.

შესაბამისად, სავარაუდოდ “ჯვაროსნები” ასეულს დატოვებენ და 5 პოზიციით დაწინაურდებიან. ამჟამად, საქართველოს ნაკრები 101-ე ადგილზე იმყოფება 332 ქულით, ხოლო განახლებულ რეიტინგში 362 ქულა ექნება და 96-ე ადგილს დაიკავებს.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს – ლიდერი ისევ გერმანია იქნება, ხოლო მეორე პოზიციას შეინარჩუნებს ბრაზილიის ნაკრები. თავის მხრივ, ორი ადგილით წინ წაიწევს და მესამე პოზიციაზე ვიხილავთ ბელგიას, არგენტინა და პორტუგალია კი თითო პოზიციას დათმობენ. ათეულშივე პოლონეთის ნაკრები, რომელიც ახლა მეექვსეა, 4 ადგილით ჩამოქვეითდება, ესპანეთი კი, მე-6 პოზიციიდან მერვეზე აღმოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ტოპ 50-ეულში, ყველაზე დიდი რეგრესი იტალიის ნაკრებს ექნება. “სკუადრა აძურა” 6 პოზიციით დაქვეითდება და მეოცე ადგილს გაამაგრებს. ყოველივე ეს, ვებგვერდ Football-rankings.info-ს მონაცემებით.

სამაგიეროდ, Fctables.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებს 30 ქულა შეემატება (როგორც წინა წყაროს ცნობით), მაგრამ არა ხუთი, არამედ 9 პოზიციით წაიწევს წინ და 92-ე ადგილზე აღზევდება. აი, ათეულისა და იტალიის ნაკრების მონაცემები, აქაც იდენტურია.

ფიფას განახლებული რეიტინგი ოფიციალურად 12 აპრილს გამოქვეყნდება.

0.119522