იტალიური “რომას” მეკარე ალისონ ბეკერი შესაძლოა დამდეგი სეზონიდან მადრიდის “რეალში” გადავიდეს. As-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი კარის დარაჯი კეილორ ნავასის პირველ შემცვლელად განიხილება.
“სამეფო კლუბს” უკვე მზად აქვს წინადადება, რომლითაც ზაფხულში “რომას” მიმართვას – 60 მილიონი ევრო.
წყაროს ცნობით, მადრიდში ალისონის ტრანსფერი უფრო პრიორიტეტულად მიაჩნიათ, ვიდრე დავიდ დე ხეას შეძენა.
ალისონი “რომას” ღირსებას 2016 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ვოიცეხ შჩესნის დუბლიორი გახლდათ, მაგრამ მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ბრაზილიის ნაკრებშიც ძირითად მეკარედ მიიჩნევა.