ფეხბურთი

15:55 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მედია: პაულო დიბალა ზაფხულში ესპანურ გუნდში გადავა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს. ესპანური რადიო Onda Cero დარწმუნებით იტყობინება, რომ მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

დიბალა “როხიბლანკოსთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო “იუვე” 150-200 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღებს. თუმცა, შეთანხმება მხოლოდ ფეხბურთელსა და ესპანურ გუნდს შორის შედგა და ჯერჯერობით, იტალიური მხარის პასუხი უცნობია. არაა გამორიცხული გარიგებაში მონტენეგროელი მცველი სტეფან სავიჩიც ჩართონ, რომ მადრიდელებმა უფრო ნაკლები თანხა გაიღონ.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, დიბალა მადრიდში იმყოფებოდა, სადაც დიეგო პაბლო სიმეონეს შეხვდა. არგენტინელს თანამემამულეს ანტუან გრიზმანის იდეალურ შემცვლელაც ესახება.

პაულო დიბალა “იუვენტუსში” 2015 წლიდან თამაშობს და ზუსტად ერთი წლის წინ კონტრაქტი 2022 წლამდე გააგძელა. ის “იუვეს” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

0.111826