თამაშგარე

10:45 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაიცანით - მშვენიერი ანა

უკრაინა ლამაზ ასულთა უძველესი ნავთსაყუდელი რომაა - ეს მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში იციან. თუმცა, ამ დიდებულ ლამაზმანთა შორის, გამორჩეულია უკრიანელი ტანმოვარჯიშე, ანა ბესონოვა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ორი ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელია, პოპულარობას მაინც სულ სხვა კუთხით იხვეჭს.

ანა ბესონოვა მოქმედი სპორტსმენია და თამამი ფოტოგადაღებებისთვის დრო იშვათად რჩება, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ რაოდენობაზე მთავარი ხარისხია. ჰოდა, როდესაც ფოტოკამერის წინ ეს ტანფეხოსანი ასული ლერწამისამებრ გადაიზნიქება, მის ნახვას არაფერი სჯობს.

უკრაინაში იძახიან, როდესაც ანა ბესონოვა საბოლოოდ დაანებებს თავს სპორტს, საცხოვრებლად შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშუროსო, მაგრამ ჩვენ ამის არ გვჯერა. როგორ შეიძლება ამდენი თვალცრემლიანი და გულდარდიანი უკარაინელი მამრის უნუგეშოდ მიტოვება?! ეს ეკადრება ბესონოვას ქალს?...

0.149844