ფრანგი ფეხბურთელი ჰატემ ბენ არფა მიმდინარე სეზონის ბოლოს "პარი სენ ჟერმენს" დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად შემტევმა ნახევარმცველმა ინსტაგრამის საშუალებით დაადასტურა.
ჰატემი პსჟ-ში 2016 წელს "ნიცადან" გადავიდა და გასულ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სათამაშო წელს კი თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბენ არფამ კარიერა შესაძლოა MLS-ში ან ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.