ფეხბურთი

19:30 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის ინტერვიუ გულშემატკივრებთან

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. საუბარი ძირითადად ჩემპიონთა ლიგას და ჯიჯის განვლილ კარიერას დაეთმო.

თანაგუნდელები – იგუაინი, მანჯუკიჩი და კიელინი? ნამდვილად შესანიშნავია ასეთ ხალხთან თამაში. რაც მთავარია, მათ იციან, რომ დიდ გუნდში თამაშობენ. მათი წყალობით კიდევ ერთ კარგ სეზონს ვატარებთ და ასე უფრო ადვილია ჩემი და იუვენტინოების ოცნებების ასრულება.

0 გოლი – მშრალი მატჩი? რაც ახლა მახსენდება, ყველაზე მეტად გამოვარჩევდი “პარმას” რიგებში პრაღის სპარტასთან" (0:0), როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი მქონდა და შარშან, ლიონში მშრალ მატჩს.

ხატები – ინძაგი, ტრეზეგე, დელ პიერო? ფეხბურთის სამი ხატი. ტრეზეგე და ინძაგი საჯარიმოს მკვლელები იყვნენ, ხოლო დელ პიერო კიდევ უფრო მეტი – ძალიან ტექნიკური იყო და მასთან ერთად მხოლოდ ვარჯიშებიც კი დამეხმარა, რომ პროგრესი განმეცადა და ჩემპიონი გავმხდარიყავი.

კასილიასი – ურთიერთობა კასილიასთან? ყოველთვის განსაკუთრებული სიტყვები. სხვაგვარად არ შეიძლება. ჩვენ, პეტერ ჩეხთან ერთად თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდი ხანია გამორჩეული ვიყავით. თუ ისევ მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ყველა სიტყვა სწორი და დამსახურებული იყო.

გამთამაშებელი – საუკეთესო გამთამაშებელი? ვფიქრობ, ზიდანი. მასთან ერთად არასდროს მითამაშია, როდესაც "იუვენტუსში" მივედი, ის წავიდა. თუმცა, როგორც მეტოქეს არაერთხელ შევხვედრილვარ.

გამორჩეული თამაში – ჩემი კარიერის გამორჩეული თამაში? გერმანია – იტალია 2006 წელს, შემდეგ “იუვენტუსი” – “რეალი” 2003 და 2015 წლებში. ასევე, “პარმაში” “მილანთან” დებიუტი.

კრიშტიანუ რონალდუ – ძალიან დიდ პატივს ვცემ. საჯარიმოში ასეთი ძლიერი მხოლოდ ტრეზეგე მინახავს. ბევრ ძლიერ ფეხბურთელთა მითამაშია, როგორებიც იყვნენ რონალდო და იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ კრიშტიანუ წლებია რეკორდებს აგროვებს.

სეივი – ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო სეივი? 2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პიპო ინძაგის მომენტი. შემდეგ გასულ სეზონში “ლიონთან” მოგერიებული ბურთი და ასევე, 2003 წელს “ნიუკასლთან”. 40 წლიდან 80 წლამდე ყველა სეივს უკეთესად ვნახავ და შემდეგ გეტყვით...

იდეალი – ტომას ნკონო კამერუნის ნაკრებიდან. შემდეგ მოდის იტალიური სკოლა: ძენგა, ტაკონი, პერუცი, პალიუკა, მარკეჯანი, როსი, ტოლდო და სხვები. უცხოელებიდან ვირჩევ შმეიხელს, სიმენს და კანს. მათ ჰქონდათ ხასიათი, რომელიც იშვიათად მინახავს.

0.131578