ფეხბურთი

22:27 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძემ ოპერაცია გაიკეთა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. მოსკოვის “სპარტაკის” ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა რომის კლინიკა, “ვილა სტიუარტში” ჩაუტარდა და ოპერაციას, რომელსაც გართულება არ მოჰყოლია, პროფესორი პიერ-პაოლო მარიანი ხელმძღვანელობდა.

ჯანო იტალიის დედაქალაქს უახლოეს მომავალში ისევ ესტუმრება, რეაბილიტაციის პროცესში. წინასწარი ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი 6 თვე ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ მუხლის ჯვარედინი იოგები ლიტვასთან მატჩში დაიზიანა.

0.11447