ბრაზილიის ნაკრებმა ტიტეს თავკაცობით მე-15 მატჩი მოიგო, არადა, მხოლოდ წელიწადნახევარია, რაც ეს კაცი დაინიშნა “სელესაოს” მწვრთნელად.
19 მატჩი, 15 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება. ბურთების შეფარდება 42:5.
ის ერთადერთი მატჩი ბრაზილიამ არგენტინასთან წააგო ამხანაგურში (0:1), მაგრამ იქამდე შესარჩევში 3:0 სძლია. ბოლოს კი გუშინ ისიამოვნეს “სელესაოს” ქომაგებმა: ბერლინში 1:0 აჯობეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას.
ტიტე საოცრად შედეგიანად მუშაობს, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთავარია მსოფლიოს ჩემპიონატი. ბრაზილიამ მუნდიალი თუ ჩააგდო, აბა, ეს ამხანაგურები ვიღას ემახსოვრება?!