ფეხბურთი

18:06 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტევესმა ტრავმა ციხეში მიიღო

არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა ტრავმა მიიღო... ციხეში. იქ მან ფეხბურთი ითამაშა. როგორ მოხვდა ციხეში? საქმე ისაა, რომ ტევესის ძმა 2010 წლიდან იხდის სასჯელს და კარლოსი მის სანახავად იყო მისული. და ფეხბურთიც ითამაშეს.

არგენტინული Clarin-ის ცნობით, კარლოსს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.

33 წლის ფორვარდი წლეულს იანვარში დაბრუნდა “ბოკა ხუნიორსში”, სადაც 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

0.114858