ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ინდიანასთან” 81:92 წააგო. ზაზა ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 11 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
“გოლდენ სტეიტის” მარცხის მიზეზი გუნდის ლიდერების ტრავმიანობა გახლავთ.
“გოლდენ სტეიტი” 54 მოგებით და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. “მეომრები” მომდევნო შეხვედრაში “მილოუკს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 30 მარტს თბილისის დროით 06:30 საათზეა ჩანიშნული.