საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ესტონეთთან (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ხიმნასტიკის” ფეხბურთელმა ორივე ამხანაგური თამაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სათამაშო სტილი ნელ-ნელა იხვეწება.
“ძალიან დადებითად შევაფასებ ამ ორ შეხვედრას. ჩვენი მიზანი იყო გამარჯვება და სანახაობრივი ფეხბურთის თამაში. ვფიქრობ, ორივე გამოგვივიდა, ხალხიც ბედნიერია და რა თქმა უნდა, ჩვენც კმაყოფილები ვართ. ადრინდელთან შედარებით ალბათ, ის შეიცვალა, რომ უფრო შევთამაშდით, მწვრთნელსაც გავუგეთ. უკვე დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ. დრო და დრო, უფრო იხვეწება ტაქტიკა, თამაშის სტილი”, - განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მარტის სპარინგები დამაჯერებლად მოიგო. ლიტვა 4:0, ხოლო ესტონეთი 2:0 დაამარცხა.