ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირი საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “სან ანტონიოს” ცენტრი ლამარკუს ოლდრიჯი, ხოლო აღმოსავლეთში ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს.
“კლივლენდმა” ოთხივე შეხვედრა მოიგო, ლებრონი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34.8 ქულას და 11 პასს აგროვებდა.
“სან ანტონიომ” სამი მატჩი მოიგო, ხოლო ერთი წააგო. ოლდრიჯი კი საშუალოდ 34 ქულას და 9.3 მოხსნას აკეთებდა.