სხვა

22:00 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაეკვონდო: საქართველოს ნაკრების ლიდერები ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებენ

სპორტკომპლექს „არენაში" საწვრთნელ შეკრებას გადიან ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებსაც სპარინგპარტნიორობას უწევენ აზერბაიჯანიდან მოწვეული სპორტსმენები.

ათდღიანი შეკრება 30 მარტს დასრულდება, შემდეგ კი ჩვენი გუნდი გაემგზავრება ტუნისში, სადაც გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი. ტუნისი ასევე უმასპინძლებს საკვალიფიკაციო შეჯიბრებას, სადაც განაწილდება მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების (ბუენოს აირესი, 2018 წლის ოქტომბერი) ლიცენზიები.

ჩვენი სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, რომელსაც მასპინძლობდა ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე.

„ოლიმპიური კომიტეტი, სამინისტროსთან და ფედერაციასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა შორის ტაეკვონდოს წარმომადგენლებიც მოხვდნენ. ეს საწვრთნელი შეკრებაც ამ მიზანს ემსახურება. ტუნისში გამარჯვების მისაღწევად ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ლიდერები იბრძოლებენ და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. აპრილში და მაისში სპორტის უმეტეს სახეობაში გათამაშდება ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზურები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა სოლიდური და ბრძოლისუნარიანი გუნდით წარსდგება ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე," - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.

სულხან ბაბუაძის თქმით, ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს - ზურაბ კინწურაშვილს და ნიკოლოზ სირაძეს შეუძლიათ არგენტინის საგზურისთვის იბრძოლონ. მან მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს

geonoc.org.ge

თეგებიტაეკვონდო
0.130416