ფეხბურთი

13:45 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” “იუვენტუსთან” მატჩის ბილეთები სარეკორდო დროში გაყიდა

მადრიდის “რეალმა” ტურინის “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის ბილეთები სარეკორდო დროში გაყიდა. როგორც Marca იტყობინება, გაყიდვების დაწყებიდან 8 წუთში ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

11 აპრილს, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ შეხვედრაში “სამეფო კლუბს” მხარს 76 ათასი გულშემატკივარი დაუჭერს, დაახლოებით 4 ათასი ბილეთი კი ტურინელ გულშემატკივარს ერგო.

რა თქმა უნდა, ანშლაგი იქნება 3 აპრილს ტურინში პირველ მატჩზეც, რომელზე დასასწრებ ბილეთებს გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე საათში გამოუჩნდნენ მფლობელები.

0.116857