ჰონდურასიდან შემოგვითვალეს - რაკი ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ბრაზილიასა და არგენტინასავით ცნობილი არაა, უნდა დაგვჩაგროთ და ჩვენი გუნდის ქომაგ ლამაზმანებზე არ უნდა წეროთო?! ამ წუწუნს თან ისეთი ასულის ფოტოებიც მოაყოლეს, გულქვა და ფინთები უნდა ვყოფილიყავით, მის შესახებ ორი სიტყვა რომ არ დაგვესველებინა...
ერთი სიტყვით, წარმოგიდგენთ ჰონდურასის საფეხბურთო ნაკრების თილისმას, მოდელს, ყოფილ “მის ჰონდურასსა“ და უბრალოდ კარგ ადამიანს - სენიორიტა მერლინ მედინას, რომელიც სახელგავარდნილი არამხოლოდ ჰონდურასში, არამედ მთელს ლათინურ ამერიკაშია და მასზე ამბობენ, ეგ რომ საწმერთულის გახდას დააპირებს, ჰონდურასელი ჯეელი ბიჭები მის ფანჯრებს ფაროსანებივით ასკდებიანო.
მერლინ მედინას ძალები მსახიობობაშიც უცდია, მაგრამ როდესაც ია ფარულავას მონაწილეობით ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სიყვარული ვენახში“ ნახა, მიხვდა მსახიობობა მისი საქმე რომ არ იყო, გზა პროფესიონალებს დაუთმო და ისევ ფოტოკამერის წინ პოზიორობას დაუბრუნდა.