სხვა

11:14 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოდერძი ბერდელიძემ ევროკონკურენციაში ბრინჯაო აიტაცა

ბუქარესტში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს, საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა. გუნდის უმსუბუქესმა წევრმა გოდერძი ბერდელიძემ 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველ მოძრაობაში - ატაცში 112-კილოგრამიანი შტანგა ასწია და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

აკვრა 21 წლის ქართველმა ძალოსანმა 134 კილოგრამით დაასრულა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ასევე ერთი საფეხური დააკლდა ორჭიდის კვარცხლბეკამდე. ბრინჯაოს პრიზიორ რუმინელ ძალოსანს ბერდელიძე 1 კილოგრამით ჩამორჩა. ჩემპიონს – ესპანელ ძალოსანს კი 8 კილოგრამით.

ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 1 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს ძალოსანთა ნაკრები რუმინეთში სულ 10 სპორტსმენით ჩავიდა. ფიცარნაგზე გავლენ: რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე (ორივე 62 კგ), გოგა ჩხეიძე (69 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ), თათია ლორთქიფანიძე (69 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (90 კგ).

0.12844