ფეხბურთი

22:23 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე ერთა ლიგაზე: ყაზახეთი ბულგარეთთან ბოლო წუთზე გატყდა (+VIDEO)

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტი დიდი ალბათობით, ყაზახეთის ნაკრები იქნება. ლატვიისა და ანდორის ნაკრებების პატივისცემის მიუხედავად, შეუირაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ პირველი ადგილი სწორედ საქართველოსა და ყაზახეთს შორის უნდა გათამაშდეს.

სტანიმირ სტოლივოს გუნდმა სამი დღის წინ ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრები დაამარცხა (3:2), ხოლო ამჯერად, იქვე უნგრეთში, ბულგარეთის ნაკრებს გაეჯიბრა. "პანჩო არენაზე" გამართული მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

იველინ პოპოვის გოლით ბულგარელებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ 55-ე წუთზე იერკებულან ტუნგიშბაიევის გოლით სტოილოვის ბიჭებმა გაათანაბრეს. მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე კი სპას დელევის პასით ნიკოლაი ბოდუროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ყაზახეთი 1:2 დამარცხდა.

სტანიმირ სტოილოვმა ასეთი შემადგენლობით ათამაშა თავისი გუნდი:

პლოტნიკოვი; პოსტნიკოვი, ბეისებეკოვი, მალი, სუიუმბაევი; კუატი, ისლამხანი (ალიპი 90), ჟაინუტდინოვი (პარაგულგოვი 47); კიჟინიჩენკო (ტუნგიშბაიევი 46), მურტაზაევი (ახმეტოვი 90), სეიდახმეტი (პერცუხი 78)

აქვე გეტყვით, რომ ყაზახეთის ნაკრებს 2016 წლის მარტიდან მოყოლებული (როდესაც თბილისში 1:1 ითამაშა), 15 შეხვედრაში 2 გამარჯვება, 3 ფრე და 10 წაგება აქვს აქტივში.

ყაზახეთი საქართველოს 6 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო თბილისს 19 ნოემბერს ესტუმრება.

0.13652