სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

17:58 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაატა გურასპაული მედიასთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟურნალისტებს ხვდება. პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, პაატა გურასპაულის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა მას-მედიის წარმომადგენლებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა და მიმდინარე საკალათბურთო საკითხებზე საუბარი გახლდათ.

პირველი შეხვედრა 27 მარტს, 14:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. 15) გაიმართება, სადაც პაატა გურასპაული ჟურნალისტებთან ისაუბრებს. პრეზიდენტი იმ ღონისძიებებს და აქტივობებს მიმოიხილავს, რომლებსაც ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაუწია. ამავდროულად, საუბარი იქნება ქართული კალათბურთის საჭირბოროტო საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და ჟურნალისტებს კალათბურთთან დაკავშირებით ნებისმიერი აქტუალური კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115747