თამაშგარე

10:15 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი ფინელი მოდელი მუნდიალზე შვედეთს უქომაგებს

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფინელი მოდელი, ნორა ჰაუტაკანგასი ამ ზაფხულს რუსეთში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად და საგულშემატკივტროდ გაემგზავრება. ალბათ გაიკვირვებთ და იკითხავთ, ფინეთის ნაკრები მუნდიალზე არ გასულა და ქალბატონ ნორას იქ რა მიარბენინებსო.

როგორც აღმოჩნდა, ნორა ჰაუტაკანგასი დედით შვედი ყოფილა და შვედეთი ფინეთზე ნაკლებად არ ყვარებია. ჰოდა, ურუსთა ქვეყანაშიც სწორედ ლურჯ-ყვითლებს უგულშემატკივრებს. მით უმეტეს, რომ შვედები იტალიასთან ფლეი-ოფებში გამოჩენილი შეუდრეკლობით ამას ნამდვილად იმსახურებენ.

როგორც ნორა ფინელ ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რაკი სკანდინავიიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ შვედეთი და დანია გავიდნენ, დარჩენილი ორი ქვეყნის (ფინეთი და ნორვეგია) მოქალაქეებმა სწორედ ამ ქვეყნებს უნდა უქომაგონ, რადგან სკანდინავიას ერთი წარსული, ისტორია და ნათესავური კავშირები აქვს. ქომაგიც ასეთი უნდა!

0.470092