ფეხბურთი

3:19 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ შკრტელი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა (+VIDEO)

სტამბულის "ფენერბახჩესა" და სლოვაკეთის ნაკრების კაპიტანი მარტინ შკრტელი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა. 33 წლის ფეხბურთელი ტაილანდის ნაკრებთან მატჩის 27-ე წუთზე მოედნაზე უგონოდ დაეცა. შკრტელს ბურთი სახეში მოხვდა, რის შემდგომაც დაეცა.

"ლივერპულის" ექსმცველი ენის გადაყლაპვას თანაგუნდელების დროული დახმარების შედეგად გადაურჩა, თორემ ვინძლო, ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

საბოლოოდ კი, მარტინი გონზე მოვიდა და თამაში გააგრძელა (73-ე წუთზე შეცვალეს).

0.128766