ფეხბურთი

22:41 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენო პატარა პირლო, უფრო ძლიერი დაბრუნდები" - ანანიძეს თანაგუნდელები ამხნევებენ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს თანაგუნდელებმა სოციალური ქსელის მეშვეობით მალე გამოჯანმრთლება უსურვეს. ეროვნული ნაკრების თუ “სპარტაკის” ფეხბურთელი ჯანოს შემდეგნაირად მიმართავენ:

“ჩვენ შენს გვერდით ვართ”, - სოლომონ კვირკველია.

“ჯანონ”, - გურამ კაშია.

“ვიცი, ჩვენო პატარა პირლო, რომ ძლიერი ხარ! და, როდესაც დაბრუნდები, ითამაშებ ისე, როგორც აქამდე არასდროს და “სპარტაკთან” ერთად ლამაზ ფეხბურთს აჩვენებ”, - წერს სოციალურ ქსელში “სახალხო გუნდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი ლეონიდ ტრახტენბერგი.

“ჯანჩიკ, ამასაც დავძლევთ, ჯანმრთელობას გისურვებ, პატარავ შენთან ვარ”, - გიორგი ჯიქია.

“ჯანმრთელობას გისურვებთ, ბიჭებო (ჯანოს და რომან ზობნინს)”, - კირილ კომბაროვი.

“ჯანო, ძმაო, ყველანი შენს გვერდით ვართ! გამოჯანმრთელებას გისურვებ! გვჯერა და გელოდებით”, - ალექსანდრ სამედოვი.

“ჩვენო პატარა ბიჭო! ყველაფერი კარგად იქნება ჯანჩიკ”, - დენის გლუშაკოვი.

“ბიჭო, ჩემო პატარავ, რა საშინელი პერიოდი და წლის დასაწყისია. ეს უბრალოდ კოშმარია. ჩემო ძვირფასო, შენ ხარ ძლიერი ბიჭი და გაქვს ხასიათი. მჯერა და ვიცი, რომ შეგიძლია დაბრუნდე ძლიერი”, - არტიომ ძიუბა.

შეგახსენებთ, ჯანომ ტრავმა ლიტვასთან მატჩში მიიღო და ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რომელიც რომში გაუკეთდება. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი თამაშს 6 თვე ვერ მოახერხებს.

0.127534