ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას აკრიტიკებს. ჰოლანდიელმა აგენტმა ესპანელი მღვდელს შეადარა და მშიშარა ადამიანი უწოდა.
“როგორც მწვრთნელი ფანტასტიკურია, მაგრამ როგორც ადამიანი, არაფერს წარმოადგენს. ძაღლი და მშიშარაა. კლასიკური მღვდლის მსგავსად მოქმედებს – ნუ გააკეთებ იმას, რასაც მე ვაკეთებ...
თუ “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, დაამტკიცებს, რომ კარგი მწვრთნელია, მაგრამ სიძულვილი მის მიმართ არ გამიქრება”, - განაცხადა რაიოლამ The Mirror-თან ინტერვიუში.
მინო რაიოლასა და პეპ გვარდიოლას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მინოს კლიენტს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს “ბარსელონას” დატოვება ერთი სეზონის შემდეგ მოუხდა.