ფეხბურთი

1:28 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "ყოველთვის ვცდილობ, რომ სანაკრებო მატჩებს ფორმაში შევხვდე"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ლიტვასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ლუცერნის” ფეხბურთელის განცხადებით, გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

“პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ჩვენი მხრიდან იყო პრესინგი, ბურთის კონტროლი, გამჭოლი პასები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე ტემპში უნდა გავაგრძელოთ და ასეთივე შემართებით უნდა ვითამაშოთ. როდესაც ნაკრებში ჩამოვდივარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო. როდესაც “ბატეში” ვიყავი დუბლებში ვთამაშობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს მოგება, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩამოვიყალიბოთ. თუმცა, ახლა უკვე უნდა დავივიწყოთ ეს თამაში და მოვემზადოთ ესტონეთთან მატჩისთვის”, - განაცხადა გვილიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლიტვა 4:0 დაამარცხა. ესტონეთთან შეხვედრა კი 27 მარტს გაიმართება.

0.121924