იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ არგენტინასთან (0:2) მარცხის შემდგომ მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, “სკუადრა აძურასთვის” ახალი ერა იწყება.
“არგენტინასთან მატჩმა ძალიან ბევრი პრობლემები დაგვანახა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებს ვეთამაშებოდით და ეს იყო ჩვენთვის დიდი გამოცდილება.
პირველი ტაიმი განსაკუთრებულად ცუდად ვითამაშეთ და ბევრი შეცდომები დავუშვით მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაგვიშვია. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა გუნდი და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ნაკრებში ახალი ერა იწყება”, - განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ “სკუადრა აძურა” არგენტინასთან 0:2 დამარცხდა.