ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამოუცხადა.
დღეს, სოფელ წილკანში "ჯვაროსნები" სრული შემადგენლობით ჩავიდნენ და ოჯახს მიუსამძიმრეს.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერთი თვის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალიდან სამშობლოში გადმოასვენეს. მას 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.