ტოჩინოშინმა ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე მეხუთე შეხვედრა წააგო - სეკივაკეს შიკონათი მოჭიდავე ლევან გორგაძე დღეს მეოთხე მაეგაშირა შოდაისთან დამარცხდა და 13 ტურის შემდეგ სამქულიანი დადებითი ბალანსი აქვს – 8:5. ხვალ ქართველი სეკიტორი მეხუთე მაეგაშირა ჩიომარიუს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ აჯობა. მიმდინარე ბაშოზე ჩიომარიუს ანგარიშზე 6 მოგება და 7 წაგებაა.
მეცამეტე ტური ტოჩინოშინის მსგავსად, გაგამარუსთვისაც წარუმატებელი გამოდგა – თეიმურაზ ჯუღელს მარტის ბაშოზე 7 ბრძოლა აქვს მოგებული და მინიმუმ ერთი ქულა კიდევ სჭირდება საბოლოო დადებითი ბალანსის – კაჩიკოშის დასაფიქსირებლად.