თამაშგარე

13:49 | 23.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” გულშემატკივარი კომადან “სევილიას” ჰიმნმა გამოიყვანა

კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივარი ფრანცეკს პერალტა რამდენიმე დღიანი კომaდან “სევილიას” ჰიმნმა გამოიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS-ი იუწყება. 21 წლის მამაკაცი სამოყვარულო გუნდში ფეხბურთის თამაშის დროს მეტოქეს დაეჯახა, რის შემდგომაც გონება დაკარგა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

საავადმყოფოში ახალგაზრდა გულშემატკივარს ოპერაცია ჩაუტადა. კომაში ყოფნის დროს მას ოჯახის წევრები ხშირად სტუმრობდნენ. 17 დღის შემდგომ ფრანცესკის დედამ პალატაში “სევილიას” ჰიმნის სიმღერა დაიწყო, რომელიც მის შვილს ძალიან ყვარებია. ცოტა ხანში სასწაულიც მოხდა. ის კომადან გამოვიდა და განაცხადა, რომ ძალიან მოეწონა ანდალუზიურიო კლუბის ჰიმნი, მიუხედავად იმისა, რომ ის “ბარსელონას” გულშემატკივრობს.

0.125816