ფეხბურთი

16:30 | 23.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

უილშირი ჰოლანდიასთან მატჩს გამოტოვებს

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯეკ უილშირი ჰოლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, უილშირს მუხლის მსუბუქი დაზიანება აქვს.

“უილშირს ტრავმის ბოლომდე მოსაშუშებლად რამდენიმე დღე სჭირდება, რის გამოც ნახევარმცველი ჰოლანდიასთან მატჩს გამოტოვებს. დიდი ალბათობით ჯეკი 27 მარტს იტალაისთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს”- განაცხადა ინგლისი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუტგეიტმა.

ჰოლანდია ინგლისის ამხანაგური შეხვედრა 23 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.11609