ცხოვრებაში მუდმივი ბევრი არაფერია და როგორც ჩანს ამ ერთი შეხედვით მარტივ ჭეშმარიტებას ინგლისელი აყლაყუდა მობურთალის, პიტერ კრაუჩის სუპერ-ეპატაჟური მეუღლე, მოდელი აბიგაილ (ები) კლენსიც მიხვდა და ისეთი განცხადება გააკეთა, კაცს გული რომ მოგეწურება.
ქალბატონი ების თქმით, იგი ძალიან დაიღალა მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნით. გარდა ამისა, აღარაა პატარა გოგო, მუდმივად ეპატაჟური ქცევა მის იმიჯს რომ რგებდეს და გადაწყვიტა რაც შეიძლება ნაკლებად იკონტაქტოს მედიასთან და “სიყვითლისგანაც“ თავი შორს დაიჭიროს.
რთული სათქმელია შეასრულებს თუ არა დანაქადნებს ეს გადარეული ქალი, მაგრამ დროის მდინარებას ები კლენსი რომ ვერ შეეწინააღმდეგება - ეს მანაც იცის. ამას გარდა, ბრიტანეთში ბევრს მისი მობურთალი მეუღლეც კი მიავიწყდა და აბა რაღა გასაკვირია, კრაუჩების ოჯახში დარდსა და კაეშანს რომ დაესადგურებინოს...