ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. კლუბმა ფეხბურთელს მომავალში წარმატება უსურვა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას თავდამსხმელი, თუმცა ინგლისური მედიის ინფორმაციით, შვედი ამერიკაში გაემგზავრება და "ლოს ანჯელეს გალაქსის" მოთამაშე გახდება.
ზლატანი "წითელი ეშმაკების" რიგებს 2016 წელს შეუერთდა. მას შემდეგ შვედმა 53 მატჩში 29 გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად 2017 წელს ევროპა ლიგა მოიგო.