ფეხბურთი

21:40 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი განუგრავამ "სამტრედია" დატოვა

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი “სამტრედია” გიორგი განუგრავამ დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

“22 მარტიდან გიორგი განუგრავა “სამტრედიას” რიგებში ოფიციალურად აღარ ირიცხება. ჩვენი გუნდის ადმინისტრაცია ფეხბურთელს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გიორგი განუგრავა “სამტრედიას” საჩხერის “ჩიხურადან” მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და ეროვნულ ლიგაში მხოლოდ სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

0.114502