სხვა

16:45 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე - NIKE და ევროპის ჩემპიონატი

26 მარტს ბუქარესტში დაიწყება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომლის მთავარი ფავორიტი ლაშა ტალახაძე იქნება. +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონთან ერთად გამოდის ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძეც. ნაკრების კაპიტანი, ყველაზე გამოცდილი წევრი - თურმანიძე მზად იქნება.

და მზად არის ლაშაც, რომელიც ტიტულის დაცვას იწყებს.

ლაშა და ირაკლი პრომოუტერული კომპანიის, Athlete Performance Solutions-ის დიდი ოჯახის წევრები არიან. და მათ ეკიპირებაზე ზრუნავს სპორტული ამუნიციის მწარმოებელი გიგანტი NIKE.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე საუკეთესო მოტივატორია. ლაშასთან არის მისი პირადი მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძეც.

ლაშა ტალახაძე: "ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მოსამზადებელი პროცესის დროს გრძნობ კომფორტს. NIKE ამ კომფორტს მარტივად ქმნის. მადლობა მინდა გადავუხადო Athlete Performance Solutions-ის წარმომადგენლებს. ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის ღირსება უნდა დავიცვა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია."

ირაკლი თურმანიძე: "ვემზადებოდით ინტენსიურად და მინდა, რომ ევროპაზე მაქსიმალურად კარგი შედეგი გვქონდეს. ერთად უნდა ვიყოთ. და დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ."

0.256392