სხვა

14:57 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო რესპუბლიკურ პარტიაშიც მეათეა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ სპორტიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა.

დეპუტატი კარლოს გომესი აღნიშნული ფაქტით კმაყოფილია და კომენტარიც გააკეთა:

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ეს ისტორიული მომენტია რესპუბლიკური პარტიისათვის. რონალდინიო პარტიულ სიაში სიმბოლურად მეათე ნომერი იქნება”.

რონალდინიოს პარტიაშია მისი ძმაც, რომელიც სიით მეორმოცეა. რაც შეეხება რომარიოს – კიდევ ერთი ბრაზილიელი ჩაერთო პოლიტიკაში და ის რიო დე ჟანეიროში მერობისთვის იბრძოლებს.

აქვე გეტყვით, რომ არჩევნები მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საჭიროების შემთხვევაში კი მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართება.

0.120561