ფეხბურთი

12:18 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბატისტუტა:“რომას” ლიგაზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია"

იტალიური “რომას” ყოფილმა თავდამსხმელმა გაბრიელ ბატისტუტამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩზე, “ბარსელონა” “რომაზე” ისაუბრა. ორიგინალური სტილის მქონე ფორვარდმა ყოფილი გუნდის მოგება იწინასწარმეტყველა.

“რომა” “ბარსელონას” დაამარცხებს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ჯალოროსის” ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს ხელმძღვანელობით გუნდი კარგად თამაშობს. ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც ვერაფერს იგებენ რომაელები “იუვენტუსია”, ისინი ძალიან ძლიერები არიან”, - განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რომას” შორის დაპირისპირება 4 აპრილს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.117041