ფეხბურთი

15:28 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურეს კოტ დივუარის ნაკრები დაავიწყდა?

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე სანაკრებო შეკრებაზე არ ჩავიდა. ვეტერანი აფრიკელი კოტ დივუარის ნაკრებში მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის მიიწვიეს, მაგრამ ფეხბურთელი შეკრებაზე ჯერაც არ გამოცხადებულა.

“სამწვრთნელო პერსონალს არ აქვს ახალი ინფორმაცია იაია ტურეს შესახებ”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მიზეზი, რატომ არ გამოცხადდა ტურე შეკრებაზე, უცნობია. აღსანიშნავია, რომ ტურემ სანაკრებო კარიერა 2016 წელს დაასრულა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა.

კოტ დივუარის ნაკრები 24 და 27 მარტს, ამხანაგურ მატჩებს ტოგოს და მოლდოვას ნაკრებებთან გამართავს.

0.120862