ევროთასის გათამაშების ნახევარფინალის პირველი მატჩი წააგო მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა. “რეჯიო ემილია” რუსეთს ესტუმრა და კრასნოდარში “ლოკომოტივ-ყუბანს” დაუპირისპირდა. იტალიური გუნდი 65:82 დამარცხდა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 20:44 წუთში 3 ქულა, 6 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩი 23 მარტს რეჯიო ემილიაში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში “ლოკომოტივი” ფინალში გავა. გათანაბრების შემთხვევაში მესამე, გადამწყვეტ მატჩს კრასნოდარი 28 მარტს უმასპინძლებს.
მეორე ნახევარფინალში “დარუშაფაკამ” 76:74 დაამარცხა მიუნხენის “ბაიერნი”.
gbf.ge