ინგლისური “ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი სამშობლოში ნამდვილი გმირია და დიდი სიყვარულით სარგებლობს, მაგრამ დიდი შანსია, რომ დღეიდან მის მიმართ კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
მიზეზი? – კომპანია Vodafone-მა სალაჰთან საინტერესო ხელშეკრულება გააფორმა. “ლივერპულის” შემტევის ყოველი გოლის შემდეგ, ეგვიპტეში Vodafone-ს მომხმარებლებს ტელეფონზე 11 წუთი უფასოდ საუბარი შეეძლებათ...
სალაჰისგან კი გოლები რა გასაკვირია – პრემიერლიგაში უკვე 28-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.