ნაცონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ოკლაჰომას” გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი და აღმოსავლეთში “კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კვირის განმავლობაში “კლივლენდმა” ორი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. ლებრონი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 32 ქულას, 13 მოხსნას და 9.7 პაას აგროვებდა.
“ოკლაჰომამ” ოთხივე მატჩი მოიგო. უესტბრიკი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25.5 ქულას, 12 პასს და 11.3 მოხსნას აკეთებდა.