სხვა

13:41 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის კაჩიკოშის ოძეკი გადაეფარა

სეკივაკე ტოჩინოშინმა ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე მესამე მარცხი იწვნია. დღეს, ლევან გორგაძეს შანსი ჰქონდა, საბოლოო დადებითი ბალანსი – კაჩიკოში ტურნირის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაენაღდებინა, მაგრამ, იაპონელი ოძეკი გოეიდოს ძლევა ვერ შეძლო. ამ უკანასკნელმა წარმატებას არც თუ ვაჟკაცური სტრატეგიით მიაღწია – სასტარტო შეჯახებას თავი აარიდა, გვერდზე გახტა, ქართველ სეკიტორს წონასწორობა დააკარგვინა და შემდეგღა შეუტია.

ათი ტურის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე ოთხქულიანი დადებითი ბალანსია (7:3). ხვალ გასამართ მეთერთმეტე ტურში კი მისი მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი – ტაკაიასუ იქნება, რომელთანაც გორგაძეს აქამდე გამართული 15 ბრძოლიდან 7 აქვს მოგებული. მარტის ბაშოზე ტაკაიასუს 8 მოგება და 2 წაგება აქვს.

რანგით მეორე ჯურიო ლიგაში გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა მეოთხე მარცხი იწვნია და დადებითი ბალანსი 2 ქულამდე შეუმცირდა - 6:4.

0.358088