ფეხბურთი

18:56 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“იბრაჰიმოვიჩმა დამიყვირა, მე მეფე კი არა, ღმერთი ვარო”

პსჟ-ის ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი “შალკეში” მოთამაშე ბენჟამინ სტამბულიმ საინტერესო რამ გაიხსენა შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე.

“ის ახალი გადმოსული იყო პსჟ-ში. ჩვენ ფიზიოთერაპიას ერთად გავდიოდით. ტელევიზორში ახალ ამბებს აჩვენებდნენ, “იბრაზე” იყო სიუჟეტი და ზლატანმა მთხოვა, რომ მეთარგმნა, რადგან ფრანგული არ იცოდა.

...ვუთხარი, რომ მას პარიზის ახალი მეფე უწოდეს. მეგონა, ზლატანს გაუხარდებოდა, მაგრამ პირიქით, გაბრაზდა: “რა სისულელეა? მეფე კი არა, ღმერთი ვარ! ეს წამყვანი ნამდვილი სულელია” – ციტირებს სტამბულის სიტყვებს Goal.com-ი.

0.110502