20 წლის იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ინდიან უელსის ფინალში რუსი თანატოლი დარია კასატკინა 6:3, 6:2 დაამარცხა.
შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში კასატკინამ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია, მეორე პარტიაში კი იაპონელმა დაბრკოლებების გარეშე იმარჯვა.
ოსაკამ კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო, რითაც 1.3 მილიონი ამერიკული დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ნაომიმ ინდიან უელსის ტურნირზე მარია შარაპოვა, აგნეშკა რადვანსკა, საკარი, კაროლინა პლისკოვა, სიმონა ჰალეპი და დარია კასატკინა დაამარცხა. ტურნირზე ოსაკამ მხოლოდ ერთი სეტი დათმო.