ჭადრაკი

13:50 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ფანცულაია ლიდერთა შორისაა

ბათუმში მიმდინარე ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატს ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მონაწილეთა დიდი ჯგუფი ლიდერობს, მათ შორისაა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ლევან ფანცულაია. მესამე ტურში ქართველი დიდოსტატის მეტოქე სომხეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ჰრანტ მელკუმიანი იქნება.

ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ბაადურ ჯობავა, დავით ჯოჯუა, დავიდ არუთინიანი, მერი არაბიძე, დავით მაღალაშვილი, მიხეილ მჭელიშვილი.

ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატი ვაჟთა შორის ბათუმში 16 მარტს დაიწყო და 28 მარტამდე გასტანს. ტურნირში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე მონაწილეობს და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს.

gcf.org.ge

0.10653