დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ინდიან უელსის გამარჯვებულმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ორი პოზიციით წინ წაიწია და მეექვსე ადგილზე გადავიდა. პირველი ხუთეული უცვლელია, რეიტინგს სათავეში ისევ როჯერ ფედერერი უდგას.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ნიკა ექვსი პოზიციით კიდევ დაქვეითდა და 89-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
- როჯერ ფედერერი – 9660 ქულა
- რაფაელ ნადალი – 9370
- მარინ ჩილიჩი – 4950
- გრიგორ დიმიტროვი – 4600
- ალექსანდრ ზვერევი – 4505
- ხუან მარტინ დელ პოტრო – 4155
- დომინიკ ტიმი – 3675
- კევინ ანდერსონი – 3235
- დავიდ გოფინი – 3190
- ლუკას პუიე – 2420
... 89. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 640