ჩოგბურთი

12:20 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დრამა არგენტინულად

ინდიან უელსის მასტერსის ფინალი დრამატული და და ძაბული გამოვიდა. არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონს და მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელ როჯერ ფედერერს 6:4, 6:7, 7:6 აჯობა და კარიერაში ინდიან უელსის მასტერსი პირველად მოიგო. შეხვედრა 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში 2:2-ზე დელ პოტრომ ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე პარტიაში ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც დელ პოტროს 8:7-ზე მატჩ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ როჯერმა ზედიზედ სამი ქულა მიიღო და ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში ფედერერი 5:4-ს იგებს და თავის ჩაწოდებაზე 40:15-ია, ორმაგი მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა დელ პოტრო სასწაულს ახერხებს და სეტი ტაი-ბრეიკამდი მიჰყავს, სადაც ფსიქოლოგიურ უპირატესობას იყენებს და 7:2 იგებს.

როჯერმა მიმდინარე სეოზნში პირველად წააგო, ფედერერს აქამდე ზედიზედ 17 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

დელ პოტრომ ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 1.3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

0.116745